მანქანის მფლობელები დღეს ხშირად აწყდებიან მსგავს პრობლემებს, ბევრი მათგანი კი დიდი მანქანების ან პატარა საპარკინგე ადგილების გამო წარმოიშვება. მათ შორისაა საპარკინგე სივრცის ნაკლები ხელმისაწვდომობა, პატარა საპარკინგე სივრცეები და პარკინგის სირთულე. დიახ, ყველაფერი ავტომანქანის გასაჩერებლად შესაბამისი სივრცის პოვნას უკავშირდება. რეალურად კი სულ 2 მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რის გამოც ეს უნივერსალური საკითხი გახდა: ან მანქანები დიდდება ან საპარკინგე სივრცეები მცირდება. როგორ ფიქრობთ, რომელი მათგანი უნდა იყოს? რეალურად უნივერსალურობას ამ საკითხების კომბინირება წარმოშობს. ახლა კი დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი:
მანქანები დიდდება
სტატისტიკის თანახმად, დღეს მანქანების ზომა 55%-ით მეტია იმაზე, რაც, მაგალითად, 50 წლის წინ იყო. თანამედროვე მანქანებისთვის პრიორიტეტი უსაფრთხოება გახდა, მაგრამ, ამასთან, შესრულების ხარისხიცაა. ხშირად პრიორიტეტი კომპაქტურობაც ხდება ხოლმე. შესაბამისად, დღეს მანქანებს მძღოლთა და მგზავრთა უსაფრთოების უზრუნველსაყოფად მეტი სივრცე სჭირდებათ. მათ უფრო დიდი ძრავები, საბარგულები თუ დასაჯდომი ადგილები აქვთ. ასე რომ, მანქანების ზომების ზრდა დღეს არც გასაკვირი უნდა იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს ეს საკითხიც წარმოშობს.
ბუნებრივია, უფრო დიდ მანქანას უფრო დიდი პარკინგის სივრცეც დასჭირდება. უფრო ცუდი კი ის არის, რომ ეს მანქანები დღეს საპარკინგე ზონების მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს, რითაც ბევრი სივრცეც იკარგება. გამოდის, ხშირად, იქ, სადაც 2 მანქანა უნდა იყოს გაჩერებული, მხოლოდ ერთი დიდი ავტომანქანა თავსდება, საპარკინგე ბარიერებიც თითქოს ქრება და ბევრი სივრცე იკარგება… თუ თქვენ დიდ მანქანას ფლობთ ამაში ნაკლებ პრობლემას შეიძლება ხედავდეთ, მაგრამ პატარა მანქანის მფლობელთათვის ეს ნამდვილად დიდი თავსატეხია.
საპარკინგე სივრცეები მცირდება (შედარებით)
ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მანქანის ზომები დღეს დიდია, მაგრამ რისი თქმა შეგიძლიათ საპარკინგე სივრცეებზე ან, თუნდაც, საპარკინგე მოწყობილობაზე? მათი ზომები თითქმის არ შეცვლილა, ასე რომ, ამ პრობლემასაც სწორედ ზემოთ განხილული საკითხი წარმოშობს.
მრავალ ქვეყანაში პარკინგის ბარიერებსა თუ საპარკინგე მოწყობილობების განსათავსებლად საჭირო სახელმძღვანელო წესები უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც არ შეცვლილა. თანამედროვე საპარკინგე სივრცეებიც სწორედ ამის მიხედვით იხაზება, შესაბამისად, დიდი მანქანისთვის შესაბამისი სივრცეც არ გამოიყოფა და მათ ისევ სხვისი ადგილის ნახევრად დაკავება, ანუ ორი ადგილის ათვისება უწევთ.
ისიც მართალია, რომ საპარკინგე მოწყობილობა ხშირად ახლდება, მაგრამ ეს ზომებს ნამდვილად არ ეხება.
დიდი მანქანებისა და პატარა საპარკინგე ზონების არსებობა, თავის მხრივ, სხვა თქვენთვის ნაცნობ პრობლემებსაც წარმოშობს. იქნება ეს მანქანების გაჩერების სირთულე, ნაკლები ხილვადობა, რაც ავარიების შანსს ზრდის თუ მანქანის გასაჩერებლად საჭირო დიდი დრო, რათა კონკრეტულ სივრცეში როგორღაც მოთავსდეთ…
რაც შეეხება პარკირების ზომას, ამის მიზეზი შემდეგია: ნაკლები საპარკინგე სივრცის განსაზღვრით, მეტი საპარკინგე ადგილი რჩება, ხოლო თუ აქ ადგილს ვერ იპოვით, თქვენთვის საჭირო ადგილს კერძო სივრცეებში ნახავთ.
როგორ გავუმკლავდეთ პარკირების პრობლემებს?
დიახ, პრობლემების არსებობა აშკარაა, მაგრამ მათ გადაჭრაც სჭირდებათ. ამისთვის, მრავალი რეგულაციაც ამოქმედდა, მათ შორისაა ციფრული საპარკინგე მოწყობილობის შემოტანა, რაც მკაცრად აკონტროლებს იმას, თუ რამდენადაა დაცული არსებული წესები. აქვე ავტოსადგომებზე მომუშავე ადამიანების წახალისებაზე საუბრობენ, რათა დაეხმარონ ადამიანებს მანქანის სწორად დაყენებაში, ბუნებრივია, სივრცის მაქსიმალურად ათვისებით. ამ კუთხით, ბევრი ეფექტურ მეთოდად საზოგაადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების წახალისებას მიიჩნევს, რაც შესაბამისი სივრცეების, ანუ ე.წ. Bus Line-ების დახმარებით A-დან B პუნქტში თქვენს გადაყვანას ბევრად მარტივად უზრუნველყოფს. თანაც, თქვენ საპარკინგე სივრცის ძებნა აღარ მოგიწევთ. მსგავსად ფულიც კი შეიძლება დაზოგოთ.
ისიც მართალია, რომ ძველ ქალაქებში, სადაც ძირითადად პატარა ქუჩებია რეალურად არ არის სივრცე საპარკინე ზონის მოსაწყობად, თუმცა ექსპერტები ზოგად რეკომენდაციებს მაინც გვთავაზობენ. ადამიანებმა, რომლებიც ქალაქის მოწყობაზე ზრუნავენ და ამასთან, ურბანულმა დიზაინერებმა ქალაქში ავტოსადგომების საჭიროება უნდა გაიაზრონ და შესაბამისი სივრცეებიც გამოყონ. გეგმის შემუშავება კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად, იქნება ეს პარკინგის მონტაჟი ქუჩებში, ანუ ბორდიურების პარკინგი თუ ქუჩის მიღმა პარკინგი, ანუ სპეციალური სადგომები, სადაც პარკინგის ყიდვა უკვე შესაძლებელი ხდება. თითოეული ქუჩისთვის უნიკალური ფორმა უნდა აირჩიოთ და სივრცე მაქსიმალურად გამოიყენოთ, რათა მეტი ადგილი შეიქმნას მანქანებისთვის და მათი არასწორად გაჩერების გამო ისედაც ვიწრო ქუჩებზე საცობები თავიდან აიცილოთ. პარკინგის დახაზვა მიწის დაგეგმარების ნაწილადაც უნდა იყოს განხილული კომპანიების მიერ და საქმე უბრალოდ პარკინგის მონტაჟთან არ უნდა გვქონდეს. ამ პრობლემის სიმძიმეს კი ბევრად უფრო სწრაფად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლა მოაგვარებდა.
პარკირების საკითხის გადაჭრა კარგი მენეჯმენტითაც შეიძლება მოხდეს, რაც ფასებს, პარკირების რეგულაციებსა და დამკვიდრებული წესების დაცვას მოიცავს. ქალაქში ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად კი ავტოსადგომები და საპარკინგე მოწყობილობა ეკოლოგიურად სუფთა, კარგად შემუშავებული და მოვლილი ლანდშაფტით უნდა იყოს წარმოდგენილი. უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება, ყურაღება უნდა მიაქციონ ვიზუალურ მხარესა და სხვა ესთეტიკურ ღირებულებებს.
პარკირების დაგეგმვა შემდეგი საკითხების განსაზღვრას მოითხოვს: უნდა შეფასდეს კონკრეტულ სივრცეებში მოძრაობის ნაკადი, ის თუ როგორია ფეხით მოსიარულეთა გამოცდილება, სიმკვრივის დონეები, პარკირებისთვის განსაზღვრული ტარიფები, აქტივობათა ნიმუში, ესთეტიკა და ისტორიული გამოცდილება. ბოლოს კი უბრალოდ უნდა დაფიქრდეთ, რამდენად საჭირო და გამოსადეგი იქნება კონკრეტულ სივრცეში საპარკინგე ადგილების მოწყობა.
ზოგადი პრინციპები პარკირებისთვის
პარკირების როლის გააზრება კონკრეტულ სივრცეებში და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ფოკუსირებულია ქალაქში კომპაქტური გარემოს შექმნაზე, ფეხით მოსიარულეთათვის მარტივ და საინტერესო გამოცდილებას ქმნის, რადგან ისინი უფრო მარტივად გადაადგილდებიან ქუჩებში.. ამისთვის კი ბუნებრივია უსაფრთხო საფეხმავლო ბილიკების არსებობაა საჭირო. მნიშნელოვანია საპარკინგე მოწყობილობაც, აქ, თუნდაც, პარკინგის მიმანიშნებელი აბრა იგულისხმება, რაც ამ პროცესს უფრო სწრაფსა და მარტივს ხდის. იცოდით, რომ ქუჩაში პარალელური და კუთხის პარკინგი ხილვადობის უპირატესობას გაძლევთ და ამასთან, სივრცის მაქსიმალურად ათვისებაშიც გეხმარებათ? თუ არა, აქვე იმაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ პარკირების პრობლემის მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ როგორ აითვისონ არსებული სივრცე ისე, რომ სხვას უნებურად ხელი არ შეუშალონ.
ხარისხიანი მომსახურების მისაღებად კი ელიტ-ტექნოლოჯის გუნდს უნდა დაუკავშირდეთ.