ბლოგი

რას ითვალისწინებენ საგზაო ნიშნების დიზაინის შექმნისას?

Საგზაო ნიშნებს ყოველდღიურად ვხედავთ — იქნება ეს გამაფრთხილებელი ნიშნები, მარეგულირებელი ნიშნები თუ უბრალოდ, მარტივი საინფორმაციო ნიშნები. თუმცა თუ,  დაფიქრდებით, რა ნიშნები დაინახეთ დღეს დილით სეირნობისას, შესაძლოა, ვერაფერი გაიხსენოთ. 

ამაზე, ალბათ, არც აქამდე გიფიქრიათ, ან იმასაც ვერ ხვდებით რატომ შეიძლება არ დაგვამახსოვრდეს საკმაოდ მკვეთრი ფერებითა და გასაგები წარწერებით შექმნილი საგზაო ნიშნები. აქ კი სიმართლე ის არის, რომ ამ შედეგის მისაღებად უამრავი კვლევა ჩატარდა. დიახ, საგზაო ნიშნების დამზადება ხდება ისე, რომ თქვენ შეგნებულად არ შეამჩნიოთ ან ყურადღება არ მიაქციოთ მათ. Მსგავსად, მანქანის მართვისას ჩვენი გონება ზედმეტად არ იტვირთება და მხოლოდ საჭირო, აუცილებელ ინფორმაციებს მარტივი გზებით ვიღებთ. მაგალითად, თითოეულ საგზაო ნიშანს დატვირთული დიზაინი რომ ჰქონოდა, ჩვენ საგზაო ნიშანთან შეყოვნებაც დაგვჭირდებოდა, რათა რეალურად გაგვეგო, რას გვეუბნებოდა იგი.

Სწორედ ამიტომ, საგზაო ნიშნები ყველგან სტანდარტიზებულია. კითხვაზე - რა არის საგზაო ნიშანი, მარტივი პასუხი არსებობს – კონკრეტული ფორმის, ზომისა თუ ფერის გრაფიკული გამოსახულება. Ხოლო იმისთვის, რომ საგზაო ნიშნების მნიშვნელობა გზებზე მეტად გაზრდილიყო, თითოეულ კომპონენტზე კონკრეტულ კვლევებზე დაყრდნობით იმუშავეს.

Როგორ შეადგინეს ტექსტი საგზაო ნიშნებისთვის? 

თუ დაფიქრდებით, როგორ მზადდება საგზაო ნიშანი, მიხვდებით, რომ Საგზაო ნიშნების დამზადებისას მრავალი დეტალი გაითვალისწინეს.  მათ შორისაა ტექსტების ზომაც. Როგორც დადგინდა, მანქანის მართვისას ადამიანები საგზაო ნიშნებზე ყველა სიტყვის ასოს არ კითხულობენ, პირიქით, ისინი მიდრეკილნი არიან ამოიცნონ სიტყვის საერთო ფორმა. თანაც, როდესაც თქვენ გზაზე საკმაოდ სწრაფად გადაადგილდებით, სიტყვები აღარც ჩანს და მათ თვალი პატარა ოთხკუთხედ ფორმებად აღიქვამს. Ამ პრობლემასთან გასამკლავებლად კი საგზაო ნიშნის დამზადებისას არა სიტყვები, არამედ კონკრეტული ასოები, სიტყვათა ინიციალები გამოიყენეს, რაც გზაზე მეტად შესამჩნევია და მსგავსად, ადამიანებიც კონკრეტული ინფორმაციების მიღებას უფრო სწრაფად ახერხებენ.

Როდესაც საქმე ტექსტის კითხვას ეხება, თვალი პირველი იმას ხედავს, რაც დიდი შრიფტით წერია, წინადადებების წყობების წაკითხვა კი მეტ კონცენტრირებას მოითხოვს, ამიტომ ადამიანებს ხშირად ეზარებათ კიდეც. Შესაბამისად, საგზაო ნიშნების დამზადებისსას კონკრეული ინიციალები უფრო დიდი შრიფტით დააწერეს. Მსგავსად, ჩვენი ტვინი კონცენტრირებას უფრო მარტივად ახდენს და საჭირო ინფორმაციასაც იღებს. ის ეუბნება ჩვენს ქვეცნობიერს, რომ ყურადღება რაღაც მნიშვნელოვანზე უნდა გავამახვილოთ.

Როგორ შეარჩიეს საგზაო ნიშნის ფერები?

Საგზაო ნიშნის მნიშვნელობა მისი ფერითაც განისაზღვრება. გარკვეული ფერები ავტომატურად იწვევს გარკვეულ ემოციებს. Მაგალითად, წითელი არის ფერი, რომელსაც ჩვენ ვუკავშირებთ "ცუდს", "სისხლს" და "საშიშროებას". 1854 წელს განხორციელებული ცვლილებით კი ყველა გაჩერებისა თუ გაფრთხილების ნიშანი წითელი გახდა.

ფიზიოლოგიურმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ თვალს ყველაზე კარგად ყვითელი და მწვანე სპექტრის ფერების ამოცნობა შეუძლია, განსაკუთრებით კი დაბალი განათების პირობებში. Ამიტომ, საგზაო ნიშნების ფერების შედგენისას ესეც გაითვალისწინეს. Შედეგად, ბევრ მიმართულების მაჩვენებელ ან ინფორმაციულ ნიშანს ლურჯი ან მწვანე ფონი აქვს.

Როგორ დაიტანეს ინფორმაცია საგზაო ნიშნებზე?

საგზაო ნიშნებზე დატანილი ერთი ინიციალი უამრავ ინფორმაციას გვაწვდის. Უბრალო ისრებით ჩვენ შეიძლება გავიგოთ, რომ წინ მკვეთრი მოსახვევია, ან გზა ორად იყოფა. მოკლედ რომ ვთქვათ, საგზაო ნიშნების ინფორმაცია უბრალო გეომეტრიული ფიგურებითაც კი მარტივად გადმოიცემა.

Ხოლო საგზაო ნიშნები, რომლებიც უბრალოდ მარტივი სურათებისა თუ გამოსახულების დახმარებით გვეუბნება, თუ როგორ გავაგრძელოთ მოძრაობა, ტვინის იმ ნაწილსაც ააქტიურებს, რომელიც მოძრაობას აკონტროლებს. Ეს ნიშნები თქვენს ყურადღებას მიახლოებამდე წამებით ადრე იქცევს, შესაბამისად, ინფორმაციას საგზაო ნიშნებზე დროულად აფიქსირებს, თანაც, თქვენი თვალი საფრთხის დაფიქსირებისას, უფრო დაკვირვებულიც ხდება. 

Როგორც ხედავთ, ერთი შეხედვით მარტივი გაჩერების ნიშნის უკან საკმაოდ ბევრი კვლევა დგას. კვლევები ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ადამიანის აღქმა, ფსიქოლოგია თუ ფიზიოლოგია. Ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ საკმაოდ მარტივად ვემორჩილებით და მივყვებით საგზაო ნიშნებს, იმასაც მივხვდებით, რომ კვლევებში დახარჯული მთელი ეს დრო და ძალისხმევა საკმაოდ ეფექტური იყო.