თერმოპლასტი

თერმოპლასტი

თერმოპლასტი გამოიყენება უმაღლესი ხარისხის საგზაო მონიშვნების შესასრულებლად. მას ასევე უწოდებენ ცხელი დნობის საღებავს, რომელიც იხარშება 200° ტემპერატურაზე 4 საათის განმავლობაში. გაგრილების შემდეგ, საღებავი ქმნის სქელ პოლიმერულ ფენას, რომელიც გამოირჩევა მდგრადი, ნათელი და ამრეკლავი თვისებებით. ხაზის მედეგობის გასაზრდელად თერმოპლასტის საღებავს ემატება ამრეკლავი მინის მძივები და სხვა უხეში შემავსებლები, რათა გავზარდოთ გზაზე მანქანის საბურავის მოჭიდება და თავიდან ავირიდოთ პოტენციური საავარიო შემთხვევები.

თერმოპლასტი ეფექტურად გამოიყენება მაგისტრალებსა და გზებზე, რომლებზეც მაღალია სატრანსპორტო საშუალებების მოცურების საფრთხე. მისი წარმოება შესაძლებელია ნებისმიერი ფერით მაგისტრალებისათვის, საქალაქო შიდა გზებისა და მრავალი სხვა სივრცისთვის. ის სწრაფად მკვრივდება და შეიძლება რამდენიმე წუთის შემდეგ გადაადგილება.

დოტლაინი

Dotline გზის მარკირების მოწინავე მეთოდია, რომელიც ეფექტურია როგორც დღის, ისე ღამის პირობებში. გზის მარკირების წერტილოვანი სტრუქტურა სატრანსპორტო საშუალებასთან შეხების შემთხვევაში იწვევს ვიბრაციას, რომელიც მძღოლის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. გამოიყენება როგორც სველ, ისე მშრალ ზედაპირზე. ამასთან, დოტლაინი უზრუნველყოფს წყლის დრენაჟის გაუმჯობესებასა და რეტრორეფლექტურობის უმაღლეს დონეს.

გარანტია 3-7 წელი.

ფლეტლაინი

ფლეტლაინი საგზაო მონიშვნის (აპლიკაციის) ფორმაა, რომელიც გამოიყენება უფრო მეტად ურბანულ გარემოში და გამოირჩევა მაღალი მედეგობით.

გარანტია 3-7 წელი.