ბლოგი

ცოტა რამ საგზაო მონიშვნების მიღმა არსებული მეცნიერების შესახებ

ტრანსპორტის რიცხვის მატებასთან ერთად საგზაო უსაფრთხოების საკითხმა წინ წამოიწია. ადამიანებმა დაინახეს საგზაო მონიშვნების აუცილებლობა, თუმცა იმისათვის, რომ გზების ხაზვის პროცესი მეტად ეფექტური ყოფილიყო, მრავალი კვლევა ჩაატარეს და დააკვირდნენ თუ რა ტიპის ნიშნები იყო შესამჩნევი, რა ფორმებით უნდა ყოფილიყო იგი გამოხატული, რა მანძილით დაშორებული და ასე შემდეგ. Მარტივად რომ ვთქვათ, გზების მონიშვნებისთვის საჭირო სიღრმისეული კვლევების ჩატარებით, დღეს გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხოა. Ახლა კი ეს საკითხი დეტალურად განვიხილოთ.

Საგზაო მონიშვნები, როგორც სიჩქარის შემცირებისა და ლიმიტის საზომი 

უამრავი კვლევა ჩატარდა, სადაც სიჩქარის შემცირება საგზაო მონიშვნებსა და მძღოლის ქცევას დაუკავშირეს. Მაგალითად, Მარონისა და დიუარის ადრეულმა კვლევამ აჩვენა, რომ გზების დახაზვა მძღოლებში გამაფრთხილებელ სიგნალებს აღძრავს, რაც, თავის მხრივ, სიჩქარის შემცირებას იწვევს. Რამდენიმე თვის მონაცემებით, მათ დაასკვნეს, რომ საგზაო მარკირებები სიჩქარის შემცირებას ხელს 40%-ით უწყობდა. Შემდეგი კვლევით კი მეცნიერებმა ორი დამატებითი ზოლის გავლენა შეისწავლეს. Პირველი თეთრი 0,5 მ სიგრძის ხაზი იყო, რომელიც გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს გვხვდება, მეორე კი გზის მარკირების დამატებითი საინფორმაციო მაჩვენებელი, რაც ყოველ 50 მეტრში მეორდებოდა. Შედეგად, საგზაო მონიშვნების ორივე ტიპს სიჩქარის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა.

ერთ-ერთ კვლევაში კი ავტორებმა დაასკვნეს, რომ საგზაო მარკირების დაკავშირება სპეციფიკურ სიჩქარის ლიმიტებთან, როგორიცაა, მაგალითად, 60, 80 და 100 კმ/სთ-იანი ნიშნები, შესაძლოა, ყოფილიყო სასარგებლო გზა სიჩქარის ლიმიტის შესაბამისობის გასაუმჯობესებლად. ამასთან, სიჩქარის შემცირებისთვის განკუთვნილი გრძივი ნიშნები, უფრო ეფექტურად მოქმედებდა, ვიდრე სხვა მაფრთხილებელი ნიშნები.

საგზაო ნიშნების ხილვადობა

იმისათვის, რომ შეესწავლათ, როგორი იყო საგზაო ნიშნების ხილვადობა, ეს საკითხი მრავალი კუთხით შეისწავლეს. Მათ შორისაა გზების მონიშვნების ამოცნობა კონკრეტული მანძილიდან; როგორც მშრალ, ისე წვიმიან ამინდში მძღოლებისთვის საჭირო რეტრორეფლექტორობის მინიმალური დონეების განსაზღვრა და ის ფაქტორები, რომლებიც საგზაო ხილვადობაზე გავლენას ახდენს. 

ერთ-ერთ კვლევაში გზის მარკირების 5 ისარი გამოსცადეს, 10 მძღოლი მათ შორი მანძილიდან აკვირდებოდა… შედეგად კი დადგინდა, რომ ისრებს, რომლებიც სრულმასშტაბიანი და მეტად წაგრძელებული ფორმის იყო, ბევრად მეტი ჰქონდა საგზაო ხილვადობა იმ ნიშნებთან შედარებით, რომლებიც ნახევარმასშტაბიანი იყო.

ექსპერიმენტით კი დადგინდა, რომ რეტროარეკვლის მქონე საგზაო ნიშნები საშუალოდ 90-120  მეტრის მანძილიდან ჩანს. Ხოლო რეტრორეფლექტორობის სუბიექტური დონის დასადგენად, ხანდაზმული მძღოლების გადაადგილებას დააკვირდნენ. კვლევაში 20-89 წლამდე ადამიანები მონაწილეობდნენ. დადგინდა, რომ 60 წელზე უფროსი ასაკის მონაწილეთა 85%-ზე მეტისთვის გზების მონიშვნები უფრო ახლო მანძილიდან შეინიშნებოდა. Შესაბამისად, მათთვის საგზაო ხილვადობა უფრო ნაკლები იყო. Ხოლო სპეციალური კომპიუტერის გამოყენებით, ავტორებმა ისიც დაადგინეს, რომ ახალგაზრდა და ხანდაზმულ მძღოლებს შორის რეტრორეფლექსიის მინიმალური დონის სუბიექტურ შეფასებებში მნიშვნელოვანი განსხვავება იყო. 

Მთლიანობაში, გზების მონიშვნების რეტრორეფლექტულობა უამრავ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, იქნება ეს მძღოლის ასაკი, მანქანის მინის ხარისხი, გზის ტიპი, ზოლებისა და საგზაო მარკირებების რაოდენობა, კლიმატური პირობები თუ სხვა. Შედეგად, Ზემოთ აღნიშნული კვლევებისა და ამ საკითხების შესწავლით საგზაო ნიშნების ხილვადობისთვის საჭირო მახასიათებლები მიიღეს. 

საგზაო მონიშვნები და ავარიები

Საგზაო მონიშვნების არსებობა საგზაო უსაფრთხოებასთან მიმართებითაც გამოიკვლიეს, რა გავლენას ახდენს მათი არსებობა თუ ხილვადობა საგზაო ინციდენტების წარმოქმნაზე ან, პირიქით. კვლევებით დადგინდა, რომ გზებზე საგზაო მონიშვნების დამატება საგზაო ინციდენტებს ამცირებს, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-დან 16%-მდე მერყეობს. თუმცა აქ დიდი მნიშვნელობა გზების ხაზვის მეთოდებს ენიჭება. 

კვლევის შედეგების მიხედვით, ავტორებმა დაასკვნეს, რომ გზების კიდეებზე არსებული ხაზების გარეშე, საგზაო ინციდენტების რიცხვი 11%-ით მეტი იყო. ამასთან, კონკრეტული ხაზების არსებობა საგზაო უსაფრთხოებაზე დაბალი ხილვადობის პირობებშიც კი დადებით გავლენას ახდენდა.

Ხოლო ერთ-ერთ კვლევაში მხოლოდ იმ მძღოლებს დააკვირდნენ, რომლებიც ავარიაში ღამით მოხვდნენ, თუმცა ინციდენტში მონაწილე მხოლოდ ერთი მანქანა უნდა ყოფილიყო… კვლევის შედეგებმა მხარი დაუჭირა იმ ვარაუდს, რომ საგზაო მონიშვნის რეტრორეფლექტულობა დადებით გავლენას ახდენდა საგზაო უსაფრთხოებაზე. Შესაბამისად, უფრო მაღალი რეტრორეფლექტორულობის მქონე ადგილები ნაკლებ საგზაო ავარიებთან ასოცირდება. 

აქვე უნდა ვთქვათ, რომ არსებული მონიშვნების შენარჩუნებას საგზაო უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა აქვს. Ხოლო თუ გზების ხაზვისას წვიმიან კლიმატს გაითვალისწინებენ და მონიშვნებისთვის შესაბამის მასალებს გამოიყენებენ, საგზაო ხილვადობა და, შესაბამისად, საგზაო უსაფრთხოებაც გაიზრდება.

Საგზაო ნიშნების მნიშვნელობა საგზაო უსაფრთხოებაში

Ჩვენ უკვე ვიცით, რომ საგზაო ნიშნებს გზებზე უსაფრთხო გარემოს შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის. ეს ეხმარება როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს. თუმცა აქ საგზაო ნავიგაციაც მნიშვნელოვანი საკითხია, ეს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და საცობების რეგულირებაშიც კი გვეხმარება. Როცა მძღოლმა და ფეხით მოსიარულემ იცის, რაზე მიუთითებს კონკრეტული ნიშანი მათთვის საგზაო ნავიგაცია ბევრად მარტივი ხდება, რადგან იციან თუ საით უნდა წავიდნენ და ნაკლები შანსი არსებობს იმის, რომ არასწორი მოძრაობით სხვებს საფრთხე შეუქმნან. 

ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზა, რომ Საგზაო მონიშვნები მოძრაობას არეგულირებს. თუმცა აქ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებით მოძრავი ადამიანები არ იგულისხმებიან. Მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეხით მოსიარულეებსა და მათთვის განკუთვნილ ქვეითთა მონიშვნებს. ამის კარგი მაგალითი ზებრა გადასასვლელებია, მისი დახმარებით ფეხით მოსიარულეები ქუჩის გადაკვეთას უსაფრთხოდ ახერხებენ, მძღოლები კი მოძრაობას ანელებენ და შესაძლო ავტო-საგზაო შემთხვევებს თავიდან იცილებენ. Შედეგად, ქვეითთა მონიშვნებისა თუ საგზაო ნავიგაციის ცოდნით როგორც ფეხით მოსიარულეების, ისე მძღოლების უსაფრთხოება გარანტირებული ხდება.