არასწორი პარკირების გამო, ალბათ, ჯარიმა ერთხელ მაინც მიგიღიათ, ან საპარკინგე ფულის გადახდა დაგვიწყებიათ, ეს ორი შემთხვევა კი, დამეთანხმებით, რომ არც ისე სასიამოვნოა… მაგრამ აქ მეორე მხარეზეც უნდა დაფიქრდეთ, საპარკინგე სივრცეები რომ არ არსებობდეს, გზებზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. Მაგალითად, დაფიქრდით, რა ხდება, როცა გზაზე მანქანა არასწორადაა გაჩერებული, როცა ის სამოძრაო ზოლს აჩერებს, ან როცა სხვა მანქანის მესაკუთრეს გადაადგილებაში უშლის ხელს… პარკომეტრის შექმნამ კი ეს პროცესი ბევრად მარტივად სამართავი გახადა.
ახლა კი Მოდით, 1920-იან წლებში გადავინაცვლოთ. ეს პერიოდი ეკონომიკურ ბუმად ითვლება, ამ დროს ადამიანებმა მანქანების ყიდვაც მოახერხეს. ადრე კი ეს ფუფუნებად ითვლებოდა და ძირითადად, მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. Ხოლო მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ფაქტი მანქანების ინდუსტრიისთვის ძალიან კარგი ამბავი იყო, დიდი ქალაქები გამოწვევის წინაშე დადგნენ, ისინი მანქანების დიდი რაოდენობის რეგულირებას ვერ ახერხებდნენ. Მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა, პარკინგის სივრცეები და შესაბამისი მონიშვნები, ეს კი გზაზე მანქანით დგომას დიდი ხნის მანძილზე ნიშნავდა… ეკომონიკური ბუმის შედეგად, მსოფლიო ახალი პრობლემის მოგვარების აუცილებლობის წინაშე დადგა. Ამ ფაქტმა კი კარლ მეგის მსოფლიოში პირველი პარკირების მრიცხველის, იგივე პარკომეტრის გამოგონებისკენაც უბიძგა.
Მეგი ქალაქ ოკლაჰომაში ცხოვრობდა და შესანიშნავი ჟურნალისტი იყო. Ისევე, როგორც სხვა ქალაქებში, მასთანაც გზებზე პრობლემები შეიქმნა, ამის მიზეზი კი ძირითადად პარკინგის სივრცის არარსებობდა და მისი არაეფექტური მართვა იყო. Ადამიანები მანქანებს იქ აჩერებდნენ, სადაც თავისუფალ ადგილს ნახავდნენ, სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ ჰქონდა. Ხშირად კი მანქანებს მაღაზიების წინ ტოვებდნენ, რაც მათი მესაკუთრეებისთვის დიდ პრობლემად იქცა. Მომხმარებლები აღარ მიდიოდნენ, რადგან პარკინგისთვის სივრცე არ არსებობდა და ისინი მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვეღარ პოულობდნენ.
Ხოლო, რადგან მეგი ჟურნალისტი იყო, მას დახმარებისთვის მაღაზიის რამდენიმე მფლობელმა მიმართა. Გაზეთის წყალობით, მან ოკლაჰომას უნივერსიტეტში კონკურსი გამართა და სტუდენტებს ისეთი დროის მოწყობილობის შექმნა სთხოვა, რომელიც პარკირებისთვის მანქანებს კონკრეტულ საათებს გამოუყოფდა. კონკურსში ჯერალდ ჰეილის “შავმა მარიამ” გაიმარჯვა, რაც გაუმჯობესებული ვერსია იყო იმისა, რაც მეგიმ შექმნა 1932 წელს. ჰეილიმ და მეგიმ Magee-Hale Park-O-Meter Company დააარსეს და 1935 წლის 16 ივლისს პირველი მრიცხველი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რობინსონის გამზირზე დაამონტაჟეს.
მსოფლიოში პირველი პარკირების მრიცხველი მექანიკური მოწყობილობა იყო, რომელიც საათის მსგავსად მუშაობდა და პერიოდულად დახვევას საჭიროებდა. მოწყობილობები პარკირების ზონაში 20 ფუტის ინტერვალით იყო განთავსებული. Ამ საკითხმა მალე მანქანის მფლობელებში უკმაყოფილებაც გამოიწვია, რადგან მათ კონკრეტული საათების გასვლის შემდეგ, თანხის გადახდა არ სურდათ. Თუმცა, იმის გამო, რომ საპარკინგე ადგილის პოვნა რთული გახდა, მათ სხვა გზა აღარც დარჩათ.
Როგორც ხედავთ, პარკომეტრი ოკლაჰომაში საკმაოდ წარმატებული გამოდგა და მის გამომგონებელს კარგი მოგებაც მოუტანა, ამიტომ, კონკრეტული იდეის განხორციელება უფრო დიდ ქალაქებშიც დაიწყეს. 1940-იანი წლების დასაწყისისთვის ქვეყნის მასშტაბით 140 000-ზე მეტი საპარკინგე სისტემა მუშაობდა. Მალევე კი შესაბამისი კანონმდებლობაც მიიღეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ის, ვინც პარკომეტრის დაშვებულ ხანგრძლივობას გადააჭარბებდა ან პარკირების საფასურს არ გადაიხდიდა, დაჯარიმდებოდა. Მსგავსად, დიდი ქალაქების ეკონომიკა ბევრად უფრო გაუმჯობესდა, ეს ქვეყანაში შემოსავლის უდიდეს წყაროდაც იქცა, 1944 წლიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 10 მილიონი დოლარი შედიოდა. Შესაბამისად, პარკინგების მოწყობა ქვეყნისთვისაც კარგ ბიზნესად იქცა.
1980-იანი წლებიდან კი კონკრეტული სისტემა ტექნოლოგიური პროგრესის მიხედვით იცვლებოდა… ადამიანებმა მანქანის გასაჩერებელი ადგილების გამოყოფა, სპეციალური ნიშნებით დაიწყეს. რასაც ახლა უბრალოდ პარკინგის დახაზვად თვლიან, მაშინ უფრო დიდი ამბავი იყო. Რაც შეეხება, დღეს არსებულ სიტუაციას, ალბათ, დამეთანხმებით, რომ პარკინგის მოწყობა ნებისმიერი დაწესებულებისთვის აუცილებელ საჭიროებად კი იქცა.
Ხოლო თუ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების მიღება გსურთ, ელიტ-ტექნოლოჯის გუნდს უნდა დაუკავშირდეთ. Ჩვენთან Პარკინგის დახაზვა მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებითა და თანამედროვე მეთოდებით ხდება.