ბლოგი

მნიშვნელოვანი ფაქტები გზების დაგების ისტორიიდან

Მნიშვნელოვანი ფაქტები გზების დაგების ისტორიიდან

Წარმოიდგინეთ, როგორი გარემო, ან თუნდაც ცხოვრების წესი, გვექნებოდა მაშინ, როცა არ იარსებებდა გზის მშენებელი კომპანიები. დიახ, გზების დაგება ჩვენთვის მიუღწეველი მიზანი იქნებოდა, რომ არაფერი ვთქვათ იმ კომფორტზე, რომელსაც ყოველდღიურად საგზაო კომპანიები უზრუნველყოფენ. 

ამას იმ ადამიანებს უნდა ვუმადლოდეთ, რომელთაც ადრეული საგზაო სისტემების შექმნაზე დაიწყეს მუშაობა, ალბათ, მაშინ არც გზის დამგები კომპანიები არსებობდა… ახლა კი ერთად გავიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა გზების მშენებლობა დროთა განმავლობაში და ვისაუბროთ მნიშვნელოვან ფაქტებზე გზების დაგების ისტორიაში.

ადრეული საგზაო სისტემები

გზების ინდუსტრიაზე საუბრისას აუცილებლად უნდა განვიხილოთ თუ რა ხდებოდა ამ მხრივ ამერიკაში, რადგან ბევრი წარმატება სწორედ ამერიკელ მშენებლებს უკავშირდება… ამერიკაში გზების მოასფალტება 1800-იანი წლების ბოლოს დაიწყეს. Მათ შორის ერთ-ერთი პირველი ვაშინგტონში პენსილვანიის გამზირი იყო. Დღეს კი ამერიკაში გზებისა და ქუჩების უმეტესობა ასფალტ-ბეტონით არის მოპირკეთებული. ასფალტ-ბეტონი მარტივი პროდუქტია, რომელიც ქვიშისა და ქვის დახმარებით იქმნება. Მას ხშირად პოლიმერებსაც ამატებენ, იმისთვის, რომ მიღებული მასა მეტად სტაბილური იყოს. 

Ხოლო პირველი ინჟინრული გზა შეერთებულ შტატებში — Lancaster Turnpike იყო. იგი 1793-1795 წლებში შენდებოდა. Სიგრძე 62 მილი იყო და ფილადელფიასა და ლანკასტერს პენსილვანიასთან აკავშირებდა. 

აქვე უნდა ვახსენოთ კუმბერლენდის გზა. Მას მეტად საინტერესო ისტორია აქვს… დასავლური ექსპანსიისა და ეროვნული ერთიანობის დასახმარებლად გზების მშენებლობას მხარს უჭერდნენ როგორც ჯორჯ ვაშინგტონი, ასევე თომას ჯეფერსონი. Გზების დაგება კი 1811 წელს დაიწყო და 1818 წელს კუმბერლენდს, მერილენდსა და უილინგს შორის, დასავლეთ ვირჯინიაში გაიხსნა. Შემდეგ წლებში კი კიდევ უფრო გაფართოვდა. Გამოდის, რომ ეს გზა ფედერალურმა მთავრობამ ააშენა. 

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში კი უკვე ქუჩების მოპირკეთება დაიწყეს, რისთვისაც ქვისა და ხის ბლოკებს, აგურს, მაკადამის გატეხილ ქვას, ასფალტსა და ბეტონს იყენებდნენ. Მათ შორის მაკადამის ქვა ყველაზე იაფ მასალად ითვლებოდა, თუმცა არც ისე კარგი ზედაპირი ჰქონდა და მალევე ხდებოდა ლორწოვანი. Შესაბამისად, მაკადონით მოპირკეთებულ გზებზე ავტმობილებით გავლა შეუძლებელი იყო. ასფალტი და ბეტონი კი გზების დაგებისთვის უკეთეს საშუალებად ითვლებოდა. Რაც შეეხება შემადგენლობას, ასფალტი ბიტუმისა და ქვის ნაზავია, ბეტონი კი ცემენტისა და ქვის. 

Ხოლო პირველი წარმატებული ბეტონის საფარი 1865 წელს შოტლანდიაში, კერძოდ ინვერნესში, აშენდა. Ზოგადად კი, თანამედროვე საგზაო ასფალტის განვითარება ამერიკაში დაიწყო. Მათ ბუნებრივი ბიტუმის მცირე საბადოები ჰქონდათ. ინჟინრებმა კი ეს გარემოება სწორად გამოიყენეს და ამ მასალის ქცევის პრინციპები შეისწავლეს. ბიტუმით გზების მშენებლობისთვის პირველი ნაბიჯები კი უშუალოდ 1860-იან წლებში გადაიდგა. ბელგიელმა ემიგრანტმა ედუარდ დე სმედმა 1877 წელს ნიუ-იორკში, პენსილვანიის გამზირზე, პირველი ცდები ჩაატარა. ექსპერიმენტის 60 პროცენტისთვის გზების დაგებისას დე სმედის ახალი პროდუქტი გამოიყენეს და ამას ძალიან კარგი შედეგებიც მოყვა. 

Დე სმედის შემდეგ კი ამ კუთხით კლიფორდ რიჩარდსონი გააქტიურდა, მან ასფალტის ორი ფორმა შეიმუშავა. Ეს იყო ასფალტის ბეტონი, რომელიც იყო მტკიცე და ხისტი, რაც კონსტრუქციულ სიმტკიცეს განაპირობებდა. Მეორე კი ასფალტი, რომელიც მეტ ბიტუმს შეიცავდა და მანქანისა და ველოსიპედისთვის ბევრად უფრო გლუვ და უკეთეს ზედაპირს წარმოქმნიდა

Ამის შემდეგ გზების დაგებისას ტექნიკის ხელმისაწვდომობამ ასფალტის საფარის დაპროექტება გახადა შესაძლებელი. ბეტონის გზების მშენებლობის პროცესი კი დიდწილად მე-20 საუკუნის დასასრულისთვის განვითარდა. Ამ დროს მასალები უკვე ბევრად ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე შესაბამისი ტექნიკა. 

ავტომაგისტრალები

Მაგისტრალის მშენებლობა და ასფალტის დაგება საავტომობილო ინდუსტრიაში ნამდვილად დიდი წარმატება იყო. Იგი გვერდს უვლის დასახლებულ პუნქტებს და ერთმანეთისგან დაშორებულ მანძილებს ერთმანეთთან აკავშირებს. Გათვლილია ავტომობილების სწრაფი მოძრაობისთვის და აქვს 2-2 ან მეტი სავალი ზოლი. Ამაზე ზრუნვა კი ჯერ კიდევ 1858 წელს ლანდშაფტის არქიტექტორებმა — ფრედერიკ ლო ოლმსტედმა და კალვერტ ვოქსმა დაიწყეს. Მათ ცენტრალური პარკისთვის “მდინარე ბრონქსის პარკუეი” დააგეს. ეს 15 მილი სიგრძის, ოთხ-ზოლიანი სავალი ნაწილი იყო და 1916-1925 წლებში აშენდა.

Გერმანიაში კი AVUS-ის ჯგუფმა 1913 და 1921 წლებში 10 კილომეტრიანი გზა დააგო. მათმა წარმატებულმა გამოცდილებამ კი მსოფლიოში პირველი სრული მაგისტრალის მშენებლობას შეუწყო ხელი. Მაგისტრალი კიოლნიდან ბონამდე 1929-1932 წლებში დაიგო. Ამის შემდეგ კი ადოლფ ჰიტლერმა ინტეგრირებული ავტობანის ქსელის მშენებლობა დაიწყო… ამ პროცესებში კი მათ ასფალტის დაგების ცოდნა და არსებული გამოცდილება დიდად ეხმარებოდათ.

Თანამედროვე გზების მშენებლობა

თანამედროვე გზებზე, ბუნებრივია, უფრო მეტი ავტომობილი გაჩნდა… ამან არა მარტო მეტი გზის დაგებისა და საგზაო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის წინაშე დაგვაყენა, არამედ ახალი წესების შემოღება გახადა საჭირო. Გზების კომპანიებმა კი უკვე ფიქრი დაიწყეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ცალკეული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, ტიპი, სიჩქარე, დატვირთვა, მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოება, კომფორტი... უშუალოდ Თანამედროვე გზების დაგების პროცესი გზის კომპანიისთვის კი რამდენიმე საფეხურს მოიცავს — ეს არის გზის საჭიროებებისა და ტრანსპორტის ვარიანტების შეფასება, ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სისტემის დაგეგმვა, ეკონომიკურად, სოციალურად და ეკოლოგიურად მისაღები გზების დაპროექტება, საჭირო თანხმობისა და დაფინანსების მოპოვება. Ამასთან ერთად სისტემის მშენებლობა, ექსპლუატაცია და შენარჩუნება, სამომავლო გაფართოება და რეკონსტრუქცია.

Საგზაო უსაფრთხოების კონტროლი

Გზების ხარისხის კონტროლის შემოღებით Ადამიანები უკვე საგზაო მონიშვნებით, ნიშნებით, მიწოდებული ინსტრუქციებითა და ინფორმაციებით ხელმძღვანელობდნენ. ასევე, არსებულ საგზაო წესებსაც ემორჩილებოდნენ.

გზის ზედაპირის მონიშვნა კი საკმაოდ ეფექტურ საშუალებად ითვლება… ეს საგზაო მოძრაობის წესრიგს როგორც დღისით, ისე ღამით, გადატვირთულ მოძრაობაში, წვიმასა თუ თოვლში უზრუნველყოფს. Მიუთითებს მძღოლს თუ სად იწყება და მთავრდება სავალი ნაწილი, რომელ მხარეს უნდა წავიდეს ან პირიქით.

Საგზაო უსაფრთხოების კონტროლის დროს კი Საგზაო ნიშნებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. Იგი მოძრაობის გასაკონტროლებლად მონტაჯდება, მძღოლს სპეციალური წესების დაცვისკენ მოუწოდებს და ინფორმაციას საფრთხისა და ნავიგაციის შესახებ აწვდის. Ანაწილებს მანქანების ნაკადს და საგზაო უსაფრთხოებას ზრდის. Საუბარია — გამაფრთხილებელი ნიშნებზე, პრიორიტეტის, ამკრძალავ, მიმთითებელ, საინფორმაციო, სერვისისა თუ დამატებითი ინფორმაციის მიმწოდებელ ნიშნებზე. Მას აქვს გარკვეული ფორმა, ზომა, ფერი და თითოეულს კონკრეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ…

გზის ინჟინრების ამოცანა კი საგზაო სისტემების ისე დაპროექტება რჩება, რომ ადამიანების შეცდომის სიხშირე ნაკლები იყოს… შედეგად, რაც უფრო აკმაყოფილებს გზა თანამედროვე მოთხოვნებს და საგზაო უსაფრთხოების კონტროლის მიერ დაწესებულ წესებს, მით ნაკლები ხდება მძღოლთა მიერ დაშვებული შეცდომების რაოდენობა.