ბლოგი

შეუძლია თუ არა 5G-ს ურბანულ მობილობაზე წვდომა მოგვცეს?

შეუძლია თუ არა 5G-ს ურბანულ მობილობაზე წვდომა მოგვცეს?

ყოველწლიურად სამყარო სულ უფრო პატარა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კავშირი ადრე ადამიანებს შორის იყო, გლობალური კომუნიკაციის მომავალი განისაზღვრება, როგორც ადამიანები-ყველაფერში, რაც ტრანსპორტირებასაც მოიცავს. საგზაო უსაფრთხოების, საგზაო მოძრაობის წესებისა თუ საგზაო მოძრაობის ნიშნების ჩათვლით. ახლა კი განვიხილოთ, რამდენად მოახერხებს 5G ურბანული მობილურობის სრულიად ახალ დონეზე გადაყვანას. 

ჩვენ ეტაპობრივად გამოვიარეთ უკაბელო ქსელების ოთხი თაობა, რომელიც გზა და გზა უმჯობესდება, ამაზე მეხუთე თაობის ურთიერთდაკავშირებაც მოწმობს. დიახ, ჩვენი ცხოვრება იმაზე მეტად ურთიერთდაკავშირებული გახდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამაზე ისიც მოწმობს, რომ 5G ექიმებს მათი პაციენტების პირად მოწყობილობებთან აკავშირებს, მანქანებს მათ შემოგარენთან და ამასთან, გაძლიერებულ რეალობაზეც (AR) კი გვაძლევს წვდომას.

სწორედ ამიტომ, საინტერესო იქნება იმის განხილვა, თუ როგორ შეუძლია 5G-ს ურბანული მობილურობა იმაზე უკეთესი გახადოს, ვიდრე აქამდე ყოფილა. 

ქსელების ევოლუცია: სამყაროს გარდაქმნა

ალბათ, დღეს აჟიოტაჟს უფრო ის საკითხი იწვევს, თუ როგორ განვითარდება 5G-ს საშუალებით 10 წლის შემდეგ მოვლენები და არა იმაზე, როგორი იქნება იგი გაშვებისას… ისიც ცხადია, რომ 5G-ს  უზარმაზარი პოტენციალი და შესაძლებლობების მომხიბლავი სამყარო აქვს. თუმცა ამ კუთხით 4G-ც საკმაოდ საინტერესო იყო, იგი მაღალი გრაფიკული შინაარსის სწრაფი გადმოტვირთვის საშუალებას გვაძლევდა. თუმცა მაინც მეხუთე თაობის უკაბელო ქსელი თვითმართვადი მანქანებისა და მთელი ჭკვიანი ქალაქების მართვას გვპირდება. 

5G 4G-ზე უბრალოდ 10-ჯერ სწრაფი არ იქნება, იგი კვადრატულ კილომეტრზე მილიონამდე მოწყობილობის მხარდაჭერას შეძლებს, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თვალის დახამხამებაში უამრავი მონაცემი გადაიტანონ.

შეუძლია თუ არა 5G-ს ურბანულ მობილობაზე წვდომა მოგვცეს?

ავტომობილების მწარმოებლები და სამთავრობო სატრანსპორტო განყოფილებები 5G-ის სიმძლავრის გამოყენებას ავტონომიური მანქანების ახალი ეპოქის დასაწყებად გეგმავენ. მიზანი კი გზების უსაფრთხოება და საცობების შემცირებაა, თუნდაც, კარგი საგზაო მონიშვნების დახმარებითაც. ახლა კი განვიხილოთ, როგორ შეუძლია  5G-ს ურბანულ მობილობაზე წვდომა მოგვცეს. 

დაკავშირებული მანქანები

დიახ, უკვე დიდი ხანია, რაც გზების დაგება პრობლემას არ წარმოადგენს, ადამიანებმა უკვე იმაზე ფიქრი დაიწყეს, თუ რა კომფორტის შექმნა შეუძლიათ მათ უშუალოდ მანქანაში… ამიტომ, ახლა დაკავშირებულ მანქანებზე უნდა ვისაუბროთ.

ამჟამინდელ 4G ქსელს სრული HD შინაარსისა და მაღალი გრაფიკული თამაშების ონლაინ სტრიმინგის საშუალება შეუძლია მოგვცეს. თუმცა იგი ავტონომიური ან დაკავშირებული მანქანების მხარდაჭერას ნამდვილად ვერ შეძლებს მაშინ, როცა ავტომწარმოებლები მიზნად ისახავენ, თითოეულ მანქანაში არსებულმა კომპიუტერულმა სისტემებმა გადაწყვეტილება იმაზე სწრაფად მიიღონ, ვიდრე ადამიანები იღებენ. სწორედ ამის გამო გახდა Uber-ის თვითმართვადი ავტომობილი წარუმატებელი. 

მილიწამიანი შეყოვნებით, ქსელის დანაწევრების შესაძლებლობებითა და მაღალი გამტარობით 5G, რა თქმა უნდა, ავტონომიური და დაკავშირებული მანქანების მომავალია. 5G-ის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემთხვევა  „დამუხრუჭების მონაცემების“ გაზიარება იქნება. თუ თქვენ მიდიხართ დაკავშირებული მანქანით და თქვენს წინ სხვა დაკავშირებული მანქანები მოულოდნელად ჩერდებიან… თქვენი სატრანსპორტო საშუალების უეცარი გაჩერების პროგნოზირების უნარით აღჭურვა საგზაო უსაფრთხოებისა და თქვენი კეთილდღეობისთვის ნამდვილად საუკეთესო რამ იქნება. 

თუმცა, დიდ დისტანციებზე "დამუხრუჭების მონაცემების" გაზიარება უშედეგოც კი შეიძლება აღმოჩნდეს, აქ ინფორმაციის დროულად მიწოდების პრობლემა ჩნდება,რამაც, თავის მხრივ, საგზაო უსაფრთხოებაზეც შეიძლება იმოქმედოს. ეს სფერო კი სწორედ ის არის, სადაც 5G და edge computing იმარჯვებს. 

გარდა ამისა, ავტონომიური მანქანები საჭიროებენ მონაცემთა დამუშავების განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, რადგან მათი ასობით და ათასობით სენსორი  მონაცემთა უპრეცედენტო მოცულობას აწარმოებს — ქსელის ამჟამინდელი შესაძლებლობებით, ერთი თვითმართვადი მანქანიდან ერთი კვირის მონაცემების გადატანას დაახლოებით 230 დღე დასჭირდება.

ასეთი უზარმაზარი მოცულობების მართვა, დამუშავება და ანალიზი შესაძლებელია მხოლოდ ისეთივე სწრაფი და დაკავშირებული ქსელის მეშვეობით, როგორიც არის 5G. ამიტომ იგი საგზაო უსაფრთხოების გარანტადაც შეგიძლიათ ჩათვალოთ, თუმცა ამისთვის, ისიც არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ უპირველესი ეტაპი ხარისხიანი გზების დაგებაა.

დისტანციური პილოტები

მაშინ, როცა საგზაო მოძრაობის ნიშნები და საგზაო მონიშვნები გზების უსაფრთხოდ გავლაში გვეხმარება, 5G-ს შეუძლია გააცოცხლოს კიდევ ერთი საინტერესო და გადამწყვეტი უსაფრთხოების ფუნქცია ავტონომიური მანქანებისთვის და ეს დისტანციური პილოტებია.

მაგალითად,  ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გამოწვეულ საცობში თვითმართვად მანქანას გზაზე ნავიგაცია უჭირს. ჩვეულებრივ  ავტოპილოტი სადავეებს მძღოლს გადასცემს და მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საგზაო მოძრაობის ნიშნების მიხედვით გადაადგილებაზე. თუმცა ეს ხანდაზმული ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მძღოლის შემთხვევაში პრობლემური საკითხი შეიძლება იყოს. მათთვის მხოლოდ საგზაო მონიშვნები ნამდვილად არ არის საკმარისი. 

ამიტომ, ამ პრობლემის გადასაჭრელად, ტექნიკური კომპანიები ცდილობენ, დანერგონ დისტანციური პილოტის ფუნქცია, სადაც გაწვრთნილ მძღოლებს, რომლებიც ერთმანეთისგან მილის მანძილზე სხედან სიმულატორში, შეუძლიათ დაუყოვნებლივ აიღონ ავტომობილის სადავეები. ხოლო იმისათვის, რომ ეს ფუნქცია რეალობად იქცეს, აუცილებელია 5G ქსელის სტაბილურობა და სიჩქარე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა

5G ქსელს მანქანების, ფეხით მოსიარულეთა და ურბანული ინფრასტრუქტურის ერთმანეთთან დაკავშირებით  საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა შეუძლია გარდაქმნას. მსგავსად, როგორც უკვე ვთქვით საგზაო უსაფრთხოებასაც გააუმჯობესებს, რაშიც, ბუნებრივია, მოძრაობის წესების ზედმიწევნით დაცვაც იგულისხმება.

იქ, სადაც მანქანისა და ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიებს შეუძლიათ დროის სიგნალების აღმოჩენა, როდესაც მათ სხვა მანქანები უახლოვდებიან, უშუალოდ მანქანის ტექნოლოგიები სივრცის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით ერთ ჭკვიან მანქანას მეორესთან დაკავშირების საშუალებას მისცემს. დიახ, ეს მოძრაობის წესების დაცვას ავტომატურად ემსახურება.

სატრანსპორტო საშუალების ფეხით მოსიარულეთა ტექნოლოგიები კი საშუალებას აძლევს, მანქანებს ავტომატურად გაჩერდნენ საგზაო გადასასვლელებზე და გააფრთხილონ ფეხით მოსიარულეთა მოწყობილობები, როდესაც მანქანა სახიფათო ტემპით მიიწევს. ეს კი სატრანსპორტო ნაკადს დაარეგულირებს და საგზაო უსაფრთხოებასაც შეუწყობს ხელს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც 5G სატრანსპორტო ნაკადს გააუმჯობესებს, საგზაო სიგნალებია. იგი რეალურ დროში საგზაო მოძრაობის სიტუაციიდან გამომდინარე იცვლება. მონიტორინგს კი კამერებისა და სენსორების მეშვეობით ატარებს. პიკის საათები გამარტივდება, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიმზიდველ ვარიანტად აქცევს და ასე კვლავ საგზაო უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.

5G ტექნოლოგიით ავტობუსებისა და მატარებლებისთვის მარშრუტის დაგეგმვაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის განახლებები თუ მარშრუტების რუკა. ეს შეამცირებს მგზავრების მოლოდინის დროს და გააძლიერებს მათ რწმენას ტრანსპორტის არჩეული რეჟიმის მიმართ. გამოდის, 5G ქსელი მძღოლის ასისტენტი დაბალი ოპერაციული ხარჯებით იქნება და მას მოძრაობის წესების დაცვაშიც დაეხმარება. 

მაგალითად – ავტობუსის მძღოლებს შეუძლიათ მიიღონ რეკომენდაციები რეალურ დროში, როგორიცაა „დაელოდე 3 წუთი შემდეგ ტერმინალში, რათა აიყვანო კიდევ 10 მგზავრი“. მგზავრები კი მიიღებენ ისეთ რეკომენდაციებს, როგორიცაა „ავტობუსი  C გაჩერებაზე 10 წუთი გაჩერდება“.

გარდა ამისა, 5G-ით მხარდაჭერილი მატარებლები უკვე ტესტირების რეჟიმშია და ექსპერიმენტები ამ წუთებშიც კი მიმდინარეობს. მაგალითად - გერმანიაში სარკინიგზო ვაგონი, სახელად "ლუსი", გამოსცადეს Vodafone-ის მიერ მოწოდებული 5G ქსელის მეშვეობით, რომლის გამტარუნარიანობა 500 მეგაბიტ/წმ-ზე მეტი იყო. მატარებელს დისტანციურად მართავდა მძღოლი, რომელიც ორ-ეკრანიან მაგიდასთან იჯდა და მატარებლიდან მიღებულ სურათებს აკვირდებოდა.  საინტერესოა ისიც, რომ სურათების პროექტირებას 10 მილიწამზე ცოტა ნაკლები დასჭირდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად იქნება ეს საგზაო უსაფრთხოების მომავალი?

ელექტრომანქანები

ზოგიერთი ელექტრომობილის მწარმოებელი იმასაც კი ამბობს, რომ მათთვის კომპანიის დაარსების მიზეზი და საყრდენი ის ფაქტი იყო, რომ ჩვენს სამყაროში 5G შემოდიოდა. ასეთი იყო ზუსტად WM Motor Technology-ის დაარსების ისტორიაც და მართალია, აქ გზების დაგებასა თუ საგზაო ნიშნების დამზადებაზე არ უნდა ვისაუბროთ. მათ დღეის მდგომარეობით დაახლოებით 15 ათასი ელექტრო მანქანა ჰყავთ და ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებები, იგი უაღრესად "ჭკვიანი მობილობის ტერმინალიც" შეიძლება გახდეს, რასაც, რა თქმა უნდა, 5G-ზე წვდომა სჭირდება. 

ვინაიდან მოწინავე უსაფრთხოება და მანქანის რეალურ დროში დიაგნოსტიკა არის ორი ძირითადი ფაქტორი, რომლებზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, ავტომობილის ინტერფეისი 5G-ის ჰიპერ-კავშირის გამოყენებით შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. 5G ასევე შესაძლებელს გახდის, Cellular ქსელის შემდეგი დონის - C-V2X ან Cellular სატრანსპორტო საშუალების ყველაფერში შემოტანას, რაც სამომავლოდ მობილობის კონტროლს დიდად დაეხმარება. 

ამასთან, სატრანსპორტო საშუალების კომუნიკაცია არ იძლევა შეცდომებისა თუ შენელების საშუალებას. მეხუთე თაობის ინტერნეტი ელექტრო მანქანებს საშუალებას მისცემს, შეაგროვონ ინფორმაცია მიმდებარე ურბანული ინფრასტრუქტურიდან, იქნება ეს საგზაო სიგნალები, ფეხით მოსიარულეები, სხვა მანქანები და შენობებიც კი. ამიტომ, როცა საგზაო ნიშნების დამზადებაზე დაიწყებთ მუშაობას, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამას 5G-ც აკვირდება.

დაბოლოს, როგორც ნებისმიერი საინტერესო წამოწყების შემთხვევაში, 5G-ის დანერგვას ურბანულ მობილურობაში გარკვეული გამოწვევებიც ექნება — ის ეყრდნობა უაღრესად მკვრივ, ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელს, რომლის აშენებაც ძალიან ძვირი ჯდება. იმაზე ძვირიც, ვიდრე გზების დაგება იყო…

მანამ, სანამ ჩვენს გზებზე 5G უფრო მარტივი ნავიგაციის საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვანია გზების დაგებასა და შესაბამისი საგზაო ნიშნების დამზადებაზე ვიზრუნოთ. სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების მისაღებად კი ელიტ-ტექნოლოჯის გუნდს უნდა დაუკავშირდეთ