ბლოგი

როგორ იქმნება საგზაო მონიშვნებით უსაფრთხო გარემო?

ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც საგზაო უსაფრთხოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გარდა იმისა, რომ ეს მძღოლის პასუხისმგებლობაა, რომელმაც არსებული საგზაო მონიშვნები ზედმიწევნით უნდა დაიცვას, დიდ ყურადღებას გზების მარკირების პროცესსაც უთმობენ. თუ ნიშნები არასწორად იქნება დატანილი ან ისეთი მასალით, რომელსაც ნაკლები ხილვადობა აქვს, ბუნებრივია, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. მეტიც, ეს უბედურ შემთხვევადაც შეიძლება იქცეს. Სწორედ ამიტომ, ახლა საგზაო მონიშვნების მნიშვნელობაზე უნდა ვისაუბროთ.

საგზაო ნიშნების მნიშვნელობა მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის

Საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელოვან ასპექტებად მოძრაობის წესების ცოდნა, სატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექინსპექტირება და ზოგადად, გზის მარკირება მიიჩნევა. აქვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ზებრა გადასასვლელებსა და ზოგადად, ქვეითთა მონიშვნებს ენიჭება.

ახლა კი ის ხუთი საკითხი განვიხილოთ, რითაც საკმაოდ თვალსაჩინო, ხშირად ამრეკლავი ზედაპირის მქონე საგზაო მონიშვნები ქუჩებსა და მაგისტრალებზე მანქანების ნაკადის მართვას უწყობს ხელს, მოქალაქეებს კი გადაადგილებაში ეხმარება.

  • Საგზაო მონიშვნები მოძრაობას არეგულირებს

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მძღოლებმა საგზაო მოძრაობისას არსებული წესები უნდა დაიცვან. Საგზაო მარკირების მნიშვნელობა კი აქ კონკრეტული მანევრების შესრულების ან, პირიქით, აკრძალვის მიხედვით იზრდება. 

Საგზაო მონიშვნები მძღოლებს არსებული წესების უკეთ დაცვაშიც ეხმარება, მაგალითად, ადამიანებმა, რომლებმაც იციან, რა განსხვავებაა მყარ და წყვეტილ თეთრ ხაზებს შორის, იმასაც ხვდებიან თუ როდის დარჩნენ თავიანთ ზოლში და როდის გაასწრონ სხვა ავტომობილს. Მათ შეუძლიათ უსაფრთხოდ და სწორად გადავიდნენ მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, რითაც, თავის მხრივ, საცობების რეგულირება და მოძრაობა უფრო მარტივი ხდება. Ისინი ყოველთვის გაჩერდებიან, როცა შუქნიშანზე წითელი ფერი აინთება, რადგან იაზრებენ საგზაო მარკირების მნიშვნელობას როგორც საკუთარი, ისე სხვისი უსაფრთხოებისთვის.

  • იზრდება მძღოლთა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება

Სწორად მონიშნული გზები როგორც მძღოლების, ისე ქვეითთა უსაფრთხოებას ზრდის. ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვის საჭირო მონიშვნების დატანით, ისინი უფრო უსაფრთხოდ გადაადგილდებიან, რადგან მძღოლები ამ დროს  მოძრაობას ანელებენ ან სულაც, ჩერდებიან. Მსგავსად, საავარიო სიტუაციის წარქმოქმნის რისკიც მინიმუმამდეა დაყვანილი.

ქვეითთა და მძღოლების უსაფრთხოებაში დიდი მნიშვნელობა პარკირების ზონების არსებობასაც ენიჭება. Სწორედ ამიტომ, მათ ხშირად ვხვდებით სავაჭრო ცენტრებში, სასწავლო, სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებებში. Მანქანის სწორად პარკირებით მცირდება საცობების წარმოქმნისა და ავარიების რისკიც.

  • ღამით გადაადგილება უფრო მარტივი ხდება

კარგი საგზაო მონიშვნებით, რომელიც ფარებიდან მინათებულ შუქს ირეკლავს, ღამით გადაადგილება უფრო მარტივი ხდება. Ეს კი განსაკუთრებით სატვირთო მანქანების მძღოლებისთვისაა სასარგებლო, რადგან ისინი ძირითადად ღამით გადაადგილდებიან, თანაც, ხშირად საგზაო ხილვადობა დაბალია და დაბრკოლებას ძლიერი წვიმა და ნისლიც წარმოადგენს. Ხოლო, როცა გზების მონიშვნები არსებული სტანდარტების შესაბამისად სრულდება, ისინი შორი მანძილიდან და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი შესამჩნევია. მაგალითად, როცა მძღოლი ხედავს, როდის არის მოსახვევი, მოძრაობას ანელებს, რითაც შესაძლო ავტო-საგზაო შემთხვევასაც თავიდან იცილებს.

  • Სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები შესაბამისი მონიშვნებით სარგებლობენ

Შშმ პირთათვის განკუთვნილი მონიშვნები მათთვის მეტად ადაპტირებულ გარემოს ქმნის. Სწორედ ამიტომ, სუპერმარკეტების, სავაჭრო ცენტრებისა თუ სხვა დაწესებულებების წინ ხშირად ხვდებით ლურჯ საპარკინგე ზოლებს, სპეციალურად მოწყობილ პანდუსებსა და ზოგადად, ქვეითთა მონიშვნებს, რისი მარტივი მაგალითიც ზებრა გადასასვლელებია. Მათი დახმარებით გადაადგილება მეტად მარტივი ხდება და Ეს სახელმწიფოსა თუ კონკრეტული დაწესებულებების მიერ საზოგადოებაზე ზრუნვის მაჩვენებელიცაა. 

  • Საპარკინგე სივრცეების გამოყოფით, საგზაო ნავიგაცია მარტივდება

კომერციულ თუ საცხოვრებელ ფართებში პარკინგის მონიშვნები ხშირად გვხვდება. Ამის მიზეზი კი უფრო მარტივი საგზაო ნავიგაციაა, ეს იმას გულისხმობს, რომ თქვენ მანქანის გაჩერებას სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე უსაფრთხოდ და მარტივად მოახერხებთ, ამ ხაზების არსებობა სხვისი საკუთრების დაზიანების რისკსაც ამცირებს, მაგალითად, მონიშვნების გარეშე მანძილის განსაზღვრა ბევრად რთულია…

თუმცა პარკინგის მოწყობა მხოლოდ სპეციალური ზოლების დატანას არ გულისხმობს, აქ ხშირად მიმართულების მანიშნებელ ისრებსაც შეხვდებით. Წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა თუ გასასვლელს არ მიუთითებდნენ სავაჭრო ცენტრების რამდენიმე სართულიან პარკინგზე, სადაც მანქანის პოვნაც გვიჭირს ხოლმე.

Ხოლო ახლა, რადგან უკვე ბევრი რამ გაიგეთ საგზაო ნიშნების მნიშვნელობაზე, ისიც უნდა გააცნობიეროთ, რომ მათი არსებობა თქვენი და თქვენი მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. და თუ ამ სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულება გსურთ, ელიტ-ტექნოლოჯის გუნდს უნდა დაუკავშირდეთ.