ბლოგი

პარკირების დამხმარე ტექნოლოგია: ისტორია

პარკირების დამხმარე ტექნოლოგია: ისტორია

დღეს ყველაზე გამოცდილი მძღოლებიც კი თვლიან, რომ უკანა პარკირება საშინელებაა, ან თუ ასე არ არის, მანქანის დაყენებისას ეს ნაწილი მაინც ყველაზე მეტად ეზარებათ. დიახ, მხედველობის ქვედა ველმა შეიძლება გაართულოს მანქანის უკან დაბრკოლებებისა თუ ადამიანების გადაადგილების დანახვა, თუმცა ეს ნამდვილად არ არის პარკინგის მოწყობის პრობლემა. საუკუნეების მანძილზე შემუშავებული სისტემაა, რომელიც უდავოდ ყოველდღიურად გვეხმარება. ის, რომ უკანა პარკირება პრობლემა იყო მძღოლებისთვის, ავტომწარმოებლებმაც შეამჩნიეს და ეცადნენ პრობლემაც ეფექტურად მოეგვარებინათ, პარკირების გამოცდილება, რაც შეიძლება კომფორტულად და შეუფერხებელად აქციეს. ალბათ, თქვენც შეამჩნევდით, თუ რა გზა გაიარა ტექნოლოგიამ მანქანის შექმნის დღიდან დღემდე. ერთ-ერთ მთავარ მიღწევად კი პარკირების დამხმარე ტექნოლოგია შეგვიძლია ჩავთვალოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკანა პარკირება არაკომფორტული რამ იყო. თუმცა მანამ, სანამ პარკირების კამერას მოიფიქრებდნენ. მსგავსად, საგზაო უსაფრთხოებაც გაუმჯობესდა, საპარკინგე ადგილების სწორად ათვისებაც აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას და პარკინგის მოწყობაზეც პრობლება არავის აქვს. 

რა ნიშნავს პარკირების ასისტენტი ტექნოლოგია?

პარკირების ასისტენტი პარკირების ავტომატური დამხმარე საშუალებაა, რომელიც  კამერებს, სენსორებსა და სხვა ზუსტ სახელმძღვანელო სისტემის ტექნოლოგიებს იყენებს. ის ეხმარება მძღოლებს, დაინახონ ის საგნები თუ ობიექტები, რომლებიც ავტომობილის ე.წ. ბნელ წერტილში ხვდება. შესაბამისად, დაბრკოლებებთან დაჯახების შანსი მინიმუმამდე მცირდება და, მსგავსად, მომხდარი უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაც შეგიძლიათ. გამოდის, პარკირების სისტემა დღეს იმაზე მეტად ეფექტურია, ვიდრე წლების წინ იყო. საპარკინგე ბარიერებით კი გარანტიაც შეგიძლიათ გქონდეთ იმისა, რომ თქვენთვის კონკრეტულ სივრცეში ადგილი ყოველთვის მოიძებნება. ამიტომ, ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს პარკირება იმაზე მეტად კომფორტულია, ვიდრე წლების წინ იყო. ამას კი მხოლოდ და მხოლოდ პარკირების სისტემებს უნდა ვუმადლოდეთ.

პარკირების დამხმარე ტექნოლოგია უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენს ცხოვრებაში არსებობს, მაგრამ როგორ მივედით აქამდე? ალბათ, დროა განვიხილოთ, თუ როგორ შეიქმნა პარკირების სისტემა და რა გაიარა მან დღემდე. 

პარკირების დამხმარე ტექნოლოგიების ტესტირებები მე-20 საუკუნეში

პარკირების ასისტენტების კომერციალიზაცია 21-ე საუკუნეში მოხდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საავტომობილო ინდუსტრიაში მასიური ტექნოლოგიური ინოვაციები მოხდა. ხოლო იდეა, რომლის მიხედვითაც პარკირებისთვის საპარკინგე მოწყობილობის გარდა, სხვა ტიპის დახმარებაც იყო საჭირო, ჯერ კიდევ 1934 წელს გაჩნდა.

ამ მხრივ, საინტერესო იყო პირველი ექსპერიმენტიც, რომლის დროსაც მანქანას პარკირების ასისტენტმა დამხმარე ბორბლები დაამაგრა, რამაც ავტომობილს გვერდით გადაადგილების საშუალება მისცა და, შესაბამისად, პარკირების ადგილზე მოთავსებაც მეტად მარტივი გახდა. თუმცა ეს ძალიან რთული იყო, რის გამოც კონცეფცია არ დადასტურდა და, შესაბამისად, არც ფართოდ დაინერგა. იმავეს კი პარკირების კამერასა თუ პარკინგის ბარიერზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.

უკან 21-ე საუკუნეში

აქ კი გპირდებით, რომ ბევრ ნაცნობ სახელს ამოიცნობთ… პირველი გლობალური მწარმოებელი, რომელმაც პარკირების დამხმარე ტექნოლოგიის კომერციალიზაცია მოახდინა, არც მეტი, არც  ნაკლები Toyota იყო. დიახ, Toyota-მ 2003 წელს Prius Hybrid-ის მოდელი გამოუშვა. იგი გამოვიდა, როგორც ​​ავტომატური პარალელური პარკირების სისტემა, რომელსაც Intelligent Parking Assist System (IPAS) უწოდებენ. მას მძღოლის ჩარევა არ სჭირდებოდა, რადგან სისტემა თავადვე განსაზღვრავდა პარკირების ადგილის ზომას და მანქანით შესაბამის მანევრსაც აკეთებდა. 

მას საბორტო კომპიუტერიც ჰქონდა, რომელიც მანქანის წინა და უკანა ნაწილებში დამაგრებულ პარკირების კამერას იყენებდა. ეკრანზე საპარკინგე სივრცე იყო ასახული. მძღოლს კი სენსორული ეკრანის საშუალებით პარკირების ადგილი უნდა შეერჩია. მხოლოდ ამის შემდგომ აქტიურდებოდა IPAS და მანქანას კონკრეტულ ადგილზე, ოღონდ მძღოლის საჭესთან შეხების გარეშე, აჩერებდა. 

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, აქაც კონკრეტული კონცეფცია სხვა ავტომწარმოებლემბაც გადაიღეს. Lexus კი ამ საქმეში Toyota-ს შემდეგ რიგით მეორე იყო. 2006 წელს დეტროიტის საერთაშორისო ავტოშოუზე Lexus LS 460 სედანი გამოიყვანეს, რომელსაც პარკირების გაუმჯობესებული მართვის სისტემა ჰქონდა. ამ სისტემამ  პარკირების სენსორებთან ინტეგრაცია დაამატა და უკვე საჭის მანევრების გამოთვლაც კი შეეძლო, რომლებიც პარალელური და უკანა პარკირებისთვის იყო საჭირო. 

იმისათვის, რომ სივრცე გაეზომათ, წინა ბამპერზე სონარის სენსორი დამონტაჟდა. როცა მძღოლი მანქანას უკუსვლით ატარებდა, ეკრანზე უკანა ხედვის პარკირების კამერა იყო ჩართული. ეს კი, თავის მხრივ, პარკირების წესების დარღვევისგან იხსნიდა მძღოლებს და მათ მანქანის დაყენებას კონკრეტულ საპარკინგე სივრცეში მეტად უადვილებდა. 

რა ხდება დღეს?

მას შემდეგ, რაც Toyota-მ და Lexus-მა პარკირების დამხმარე ტექნოლოგიების კომერციალიზაციით დიდი ცვლილება მოახდინეს, ბევრმა ავტომწარმოებელმა საკუთარი პარკირების სისტემების დანერგვა დაიწყო. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ იმ  ავტომწარმოებლებს შორის, რომელთაც ეს წარმატებით მოახერხეს Ford-ის, Audi-ს, Volkswagen-ის, BMW-ს, Jeep-ისა და Mercedes-ის სახელებს ამოიკითხავთ. დიახ, მათ სრულად ფუნქციონალური ინტელექტუალური პარკირების სისტემები შეიმუშავეს. 2016 წელს Lincoln MKZ-მ ისიც განაცხადა, რომ მას 24 წამში მანქანის პარალელურად გაჩერება შეუძლია. 

ამ კუთხით პარკის დამხმარე ტექნოლოგიის კიდევ ერთი საინტერესო გამოყენება იყო, როდესაც მერსედესმა პარკატრონიკის ფუნქცია აქტიური პარკირების დახმარებით შემოიტანა. ეს ჭკვიანი საპარკინგე სისტემა თქვენთვის თავისუფალ ადგილსაც კი მოძებნის. მისი დამხარებით პარკინგის ყიდვა, შესაძლოა, საერთოდაც აღარ მოგიწიოთ. როცა თქვენ ავტოსადგომზე შეხვალთ, მანქანა თქვენთვის ცარიელ საპარკინგე სივრცეს დაასკანერებს. თავისუფალი ადგილის პოვნის შემდეგ კი იმას გააკეთებს, რასაც თქვენ ეტყვით. 

ინტელექტუალური პარკირების გზა ჯერ კიდევ წინ არის

გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ ინტელექტუალური პარკირების მომავალი სრულიად ავტონომიური პარკირების პროცესია. ამჟამად კი მანქანებს პარკირების დროს ჯერ კიდევ სჭირდებათ მძღოლების დახმარება. თუმცა ეს ასე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. ამ კუთხით კი ავტომწრამოებელი Ford სერიოზულად მუშაობდა. იგი ისეთი სისტემის დანერგვას გეგმავს, რომელიც მძღოლს მანქანიდან გადასვლის საშუალებას მისცემს, მანქანის დაპარკინგებას კი სმარტფონის საშუალებით მოახერხებენ. 

ამისთვის, Ford-მა 2020 წლის ბოლოს დეტროიტის სმარტ პარკინგის ლაბორატორიასთანაც დაიწყო თანამშრომლობა, რათა კონკრეტული კონცეფცია რეალურ სამყაროში გამოეცადა — როგორც კი მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან, მათ გამოიყენეს სმარტფონი და უთხრეს მანქანას, სად უნდა გაჩერებულიყო. მანქანამ კი ბეტონის კონსტრუქციაში ნავიგაციისა და უსაფრთხოდ გაჩერებისთვის

თავისი მოწინავე ავტომატური პარკირების სისტემა ავტოფარეხში დაყენებულ სენსორებთან ერთად გამოიყენა.  

ხოლო, როცა მძღოლს წასვლა მოუნდებოდა, მას მისი მანქანის “გამოძახება” შეეძლო, რის შემდეგაც მანქანა მასთან გაჩნდებოდა… მიუხედავად იმისა, რომ ეს დემონსტრაცია მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა, მან აჩვენა, თუ რამდენად შორს მივიდა პარკირების ავტომატური დამხმარე ტექნოლოგიები. ხოლო თუ იმას დავაკვირდებით, რა ინოვაციურ სამყაროში ვცხოვრობთ, ინტელექტუალური პარკირების გზა ჯერ კიდევ წინ არის.

ისიც მართალია, რომ პარკინგის ყიდვა საკმაოდ კომფორტული გადაწყვეტილებაა, ამგვარად, თქვენთვის თავისუფალი ადგილი კონკრეტულ სივრცეში ყოველთვის მოიძებნება, აქ პარკინგის მონტაჟიც კი შეიძლება დაგჭირდეთ. დიახ, ჭკვიან ასისტენტებს თქვენი მანქანის უსაფრთხოდ დაყენებაში შეუძლია დაგეხმაროთ.

ხოლო თუ პარკინგის დახაზვას, ან პარკირების მონტაჟს გადაწყვეტთ, ხარისხიანი მომსახურების მისაღებად ელიტ-ტექნოლოჯის გუნდს უნდა დაუკავშირდეთ.