ბლოგი

ელიტ-ტექნოლოჯი გამოფენაზე - “Intertraffic Amsterdam 2022” წარსდგა

ელიტ-ტექნოლოჯი, საერთაშორისო გამოფენაზე - Intertraffic Amsterdam 2022, მსოფლიოს 800 წამყვან კომპანიას შორის წარსდგა. ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან.  ღონისძიებაზე დასწრება კი მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სურს ინდუსტრიის სიახლეებს აუწყოს ფეხი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ელიტ-ტექნოლოჯი არის პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც გამოფენაში მონაწილეობა მიიღო. კომპანიის დამფუძნებელი - გიორგი მამადაშვილი, სამიტის სპიკერის რანგში, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, კომპანიის  სიძლიერეების შესახებ ესაუბრა.

ვენ აქ პირველად ოთხი წლის წინ ჩამოვედით. შემდეგ კი გადავწყვიტეთ თავადვე მიგვეღო მონაწილეობა. ამგვარად, ჩვენი კომპანია მსოფლიო ბაზარს გავაცანით. ჩვენ უკვე შეგვიძლია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ვაწარმოოთ ჩვენი საქმიანობა.  შეგვიძლია დავანახოთ სხვადასხვა ქვეყნებს,  რამდენად ძლიერები ვართ და როგორ მუშაობს ჩვენი ინოვაციური მეთოდები”, - აცხადებს გიორგი მამადაშვილი - ელიტ-ტექნოლოჯის დამფუძნებელი.

რაც შეეხება, უშუალოდ, გამოფენას - Intertraffic“ ღონისძიებებს, 1972 წლიდან, ამსტერდამში, პეკინში, სტამბულსა და მეხიკოში მართავს. აღსანიშნავია, რომ წელს, ამსტერდამის ივენთზე,  Intertraffic“-მა მისი დაფუძნებიდან 50 წლის იუბილე იზეიმა. იგი მსოფლიოში წამყვანი გლობალური სავაჭრო ღონისძიებაა და  იმ ადამიანებისა და კომპანიებისთვის იმართება, რომლებიც ინფრასტრუქტურის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა თუ პარკირების საკითხებით არიან დაინტერესებული. მონაწილეებს ამ ინდუსტრიაში ჩაბმული კომპანიების პროდუქტებისა და სერვისების სრულ მიმოხილვას სთავაზობენ. ამასთან ერთად, აცნობენ უახლეს  ტექნოლოგიებს, ტენდენციებს, ხედვებსა და ანალიზს.

რადგან სატრანსპორტო ინდუსტრია, დინამიურობით, ხშირი ცვლილებებითა და განვითარების სწრაფი ტემპით გამოირჩევა, ელიტ-ტექნოლოჯი სრულად იზიარებს აღნიშნულ ტენდენციებს, ქმნის და ნერგავს ინოვაციურ მეთოდებს. კომპანიამ საკუთარი გამოცდილება, გამოფენის მონაწილეებს, გამართულ სამიტზე გაუზიარა და დარგის ექსპერტებთან ერთად, ინდუსტრიაში დანერგილი სიახლეებიც განიხილა. დღესდღეობით, ელიტ-ტექნოლოჯი, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების იმპლემენტაციით არის დაკავებული.