ხაზვები

ხაზვები

"ელიტ ტექნოლოჯის" ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის საგზაო უსაფრთხოება – რაც უმაღლესი ხარისხის საღებავით საგზაო მონიშვნებს გულისხმობს. პროფესიონალთა გუნდი იძლევა საშუალებას განვახორციელოთ სხვადასხვა სახის საგზაო მონიშვნები მთელი ქალაქის მაშტაბით, რაც საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გარანტიაა. მაღალი ხარისხით პროექტების განხორციელებაში ჩვენ ვიყენებთ ამ სფეროში მსოფლიო ლიდერი კომპანიის "GEVEKO"-ს პროდუქციას. ჩვენი სერვისი ასევე მოიცავს საგზაო მონიშვნებს კომერციულ თუ საცხოვრებელ კომპლექსებში სპეციალურად მოწყობილ საპარკინგე სივრცეებში. 

გზების მარკირება, ანუ საგზაო მონიშვნები საგზაო უსაფრთხოების შექმნაში დიდ როლს ასრულებს. მათი საშუალებით  სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და ზოგადად, საცობების რეგულირებაც კი შეგვიძლია. გზის მარკირება, შესაძლოა, ღამით ნაკლები ხილვადობით გამოწვეული საავარიო შემთხვევების შემცირებაშიც კი დაგვეხმაროს. ამასთანავე, საგზაო მონიშვნები უზრუნველყოფს ხანდაზმული ადამიანებისა თუ შშმ პირთათვის გამოყოფილი სპეციალური გასაჩერებელი ადგილების თუ ქვეითთა მონიშვნების საშუალებით მათთვის მეტად ადაპტირებული გარემოს შექმნას. ხოლო პანდუსების, ზებრა გადასასვლელების თუ სხვა ობიექტების აღმნიშვნელი სიმბოლოებით გადაადგილება უფრო კომფორტული ხდება.