ბლოგი

"ელიტ-ტექნოლოჯის" მოწვევით, 11-15 დეკემბერს საქართველოს დანიური კომპანია "ბორუმის" წამყვანი სპეციალისტები და დელეგაციის წევრები ეწვივნენ.

"ელიტ-ტექნოლოჯის" მოწვევით, 11-15 დეკემბერს საქართველოს დანიური კომპანია "ბორუმის" წამყვანი სპეციალისტები და დელეგაციის წევრები ეწვივნენ.

2023 წლის შემაჯამებელი ვიზიტის მიზანი  ჩვენი თანამშრომლებისთვის ურბანული გზების ტექნოლოგიური ინოვაციებისა და დანერგილი უახლესი სამუშაო მეთოდოლოგიის გაცნობა იყო. 

5-დღიან მასტერკლასზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნების წამყვანი აპლიკაციების, თერმოპლასტისა და ორკომპონენტიანი ცივი პლასტის გამოყენების მიზნობრიობასა და საჭიროებაზე, კონკრეტული გზის საფარის მიხედვით. საგზაო მონიშვნებში აღნიშნული დიფერენციაცია და მისი სწორად განსაზღვრა უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურ დაცვას, ურბანულ გზებზე სწორად შერჩეული საგზაო მონიშვნა მოძრაობას ხდის მაქსიმალურად უსაფრთხოს და კომფორტულს. 

კომპანია "ელიტ-ტექნოლოჯი" სხვადასხვა საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ გამოფენებსა და პროექტებში ყოველწლიურად მონაწილეობს. კომპანიის მიზანია ევროპული ტექნოლოგიური ინოვაციების იმპლიმენტაცია საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ურბანულ ინფრასტრუქტურაში. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდის მუდმივი გადამზადება საერთაშორისო დონის ექსპერტებთან საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ. 

"ელიტ-ტექნოლოჯი" იზიარებს მოსაზრებას, რომ წარმატებისკენ გზა მუდმივ განვითარებაზე გადის.