იტვირთება...

ველოსიპედის ზოლის გამყოფები

ველოსიპედის ზოლის გამყოფები

Zicla მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ესპანური ბრენდია, რომელიც მუშაობს იმისათვის, რომ ველოსიპედით გადაადგილება უფრო უსაფრთხო გახდეს. ისინი მაღალი ხარისხის პროდუქტებს ქმნიან, რათა ნებისმიერ ქალაქში ველოსიპედისტებისთვის მოძრაობა სპეციალური ხაზებით, გამყოფებითა თუ სხვა ეკომეგობრული გადაწყვეტილებებით მეტად მარტივი და კომფორტული გახდეს. ამ მიზნით მრავალ კომპანიასთან თანამშრომლობენ, საქართველოში კი მათი პროდუქცია ელიტ-ტექნოლოჯიშია ხელმისაწვდომი.

ველოსიპედის ზოლის გამყოფების ტექნიკური მახასიათებლები:

  • დამზადებულია 100%-ით გადამუშავებადი პლასტმასისგან

  • აქვს რეტრორეფლექტორული ზოლები, რაც მისი ზედაპირის თითქმის 40%-ს შეადგენს

  • აქვს ოთხი წერტილი დასამაგრებლად

  • აქვს ველოსიპედისტისადმი მეგობრული დიზაინი და მრგვალი ფორმებით არის წარმოდგენილი

  • ერგება ნებისმიერი ტიპის გზას

Zipper® | Zero შედგება ორი მოდულისგან და მისი აწყობა ნებისმიერი კონფიგურაციით არის შესაძლებელი. მოდულების სიმაღლეა 12.5 სმ.

Zebra® | Zero ველოსიპედის ზოლის გამყოფები ორ სხვადასხვა ზომაში არის ხელმისაწვდომი — სიმაღლე: 13 სმ / 9 სმ.